- Your Future Begins Here -

COLLEGE TOMORROW'S SUCCESS

მარკეტინგი

პროგრამის შესახებ

დაშვების წინაპირობა (მოთხოვნები)

  • სრული ზოგადი ან საშუალო განათლების დამადასტურებელი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი;
  • გამოცდის ჩაბარება შემდეგ მიმართულებებში:
    • ზოგადი უნარები;
    • უცხო ენა;
  • გასაუბრება;

სასწავლო პროგრამის მიზანი

⮚ შეასწავლოს მასების მართვის ტექნოლოგიები, საზოგადოებასთან ურთიერთობის როლი დაინტერესებულ მხარეებთან
კომუნიკაციაში, გარშემომყოფთა ქცევითი ანალიზი და სოციალურ გარემოსთან ადაპტაცია;
⮚ სტუდენტს მისცეს ზოგადი თეორიული წარმოდგენა მასობრივი კომუნიკაციების საშუალებებით გაშუქებული მოვლენების
შეფასებისა და მედიამონიტორინგის შემადგენელი კომპონენტების შესახებ;
⮚ შესძინოს გამოცდილება აუდიო-ვიზუალური კომუნიკაციის მეთოდების, ქცევაზე მოქმედი ფაქტორებისა და
პიროვნებათშორისი ურთიერთქმედებების პროცესების შესახებ;
⮚ გამოუმუშავოს სწორი საკომუნიკაციო მესიჯების შერჩევის, მიზნობრივ აუდიტორიასთან ურთიერთობის, ეფექტიანი
წარდგენისა და საკომუნიკაციო კამპანიის რეალიზების პრაქტიკული უნარ-ჩვევები

სწავლის შედეგები და კომპეტენციები

მარკეტინგის მენეჯმენტის პროგრამის დასრულების შედეგები აისახება ქვემოთ ჩამოთვლილი კომპეტენციების განვითარებაში

ცოდნა და გაცნობიერება:  
კურსდამთავრებულმა იცის:
⮚  ნებისმიერი მიზნობრივი აუდიტორიის შესაფერისი საკომუნიკაციო გეგმის შემუშავების თავისებურებები
⮚ ადამიანის ქცევის ამხსნელი თეორიები და მასობრივი კომუნიკაციების ზეგავლენით ცალკეულ ინდივიდებსა თუ ჯგუფებზე
მოქმედი ფაქტორები


უნარი
მიღებული ცოდნის რეალიზების შედეგად კურსდამთავრებულს შეუძლია:
⮚  დაინტერესებულ მხარეებთან საურთიერთობოდ გამოსვლის ტექსტის შედგენა, ზეპირი/წერითი წარდგენისთვის მასალების /
ინფორმაციის მომზადება;
⮚  სწორი საკომუნიკაციო არხების გამოყენებით სათანადო მესიჯების აქცენტირება და ინდივიდის/ჯგუფის ქცევაზე გავლენა;
⮚ ქცევის შემცვლელი გარემოებების გათვალისწინებით მიზნობრივი აუდიტორიის შესაბამისი კომუნიკაციის დამყარება;


პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
კურსდამთავრებულს შეუძლია:
⮚ პიროვნებათაშორისი უკუკავშირით მედიამონიტორინგის დამოუკიდებელი გაანალიზება და ინფორმაციის გაშუქების
ობიექტურობის გაცნობიერება
⮚ ვიდეო-აუდიო ან სხვა რესურსის გამოყენებისას საავტორო უფლებათა დაცვაზე პირადი პასუხისმგებლობის აღება;


დასაქმების სფერო: 
საზოგადოებრივი ურთიერთობებისა და კომუნიკაციის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამისკურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს საზოგადოებრივი ურთიერთობის სპეციალისტის რანგში კერძო, სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორში, საერთაშორისო თუ ადგილობრივ კორპორაციებში, კვლევითსაკონსულტაციო და სარეკლამო სააგენტოებში შესაბამისი სტრუქტურული ერთეულით განსაზღვრულ საშუალო რგოლის მენეჯერის პოზიციაზმარ

სწავლის შედეგების მიღწევის ფორმები:

პროგრამით გათვალისწინებული თითოეული სასწავლო კურსის შედეგების მისაღწევად გამოიყენება ინტერაქტიული ლექცია, ჯგუფური მუშაობა, პრაქტიკის ინტეგრირება თეორიულ კურსთან და ცალკე სასწავლო კურსადაც გავლა, სემინარი, ელექტრონული რესურსით სწავლება, დამოუკიდებელი მუშაობა.

სწავლება-სწავლის მეთოდები

სწავლება-სწავლის მეთოდები
▪ აკეთე და ისწავლე –  პრაქტიკულ ჩვევებს უყალიბებს და საშუალებას აძლევს განივითაროს სტრატეგიული დაგეგმვის უნარი, გუნდური მუშაობა
▪ ახსნა-განმარტებითი მეთოდი – მსჯელობა მოცემული საკითხის გარშემო კონკრეტული მაგალითის ღრმა და საფუძვლიანი შესწავლით დაკვირევებისა და ანალიზის უნარების გაუმჯობესება
▪ დისკუსია / დებატებში მონაწილეობა – კამათისა და საკუთარი აზრის დასაბუთების უნარზე ორიენტირებული მეთოდი, რომლითაც ასევე ვლინდება ემოციების მართვის უნარი .
▪ გამოცდილებითი სწავლება – აუდიტორიის მიღმა სხვა და სხვა აქტივობებში ჩართვით პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა, დაკვირვებისა და უშუალო გაკეთების პროცესების მეშვეობით.
▪ გონებრივი იერიში – კონკრეტული საკითხის გარშემო კრიტიკული, ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებების მოსმენა, იდეების გაცხრილვა, კვლევის მიზანთან იდეის შესაბამისობის დადგენა და შერჩეული შეხედულებების შეფასება წინასწარ ჩამოყალიბებული კრიტერიუმებით.
▪ დემონსტრირების მეთოდი – ინფორმაციის ვიზუალურად წარდგენა, რომლის დროსაც ადვილად ხდება სასწავლი მასალის აღქმა, საკითხის/პრობლემის არსის წარმოჩენა და მის გარშემო მსჯელობა აუდიო და ვიზუალური საშუალებების გამოყენებით.
▪ ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება – მასალის პრაქტიკული ინტერპრეტაცია, რაც ხელს უწყობს შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში რეალიზების უნარის განვითარებას.
▪ წყვილში მუშაობა ქოუჩინგის პრინციპით – მოიცავს კონკრეტული საკითხის გარშემო სწორი კითხვების დასმით გადაწყევეტილების მიღებას. სტუდენტები პრაქტიკულად გაივარჯიშებენ კითხვების დასმას, მოსმენის უნარს, პასუხისმგებლობას გადაწყვეტილებაზე .
▪ წიგნზე დამოუკიდებლად მუშაობის მეთოდი – დამატებითი მასალის მოძიება და სიღრმისეული დამუშავება, საინტერესო
ინფორმაციაზე ჩანაწერების გაკეთება .
▪ წერითი მუშაობის მეთოდი – რამდენიმე აქტივობის შერწყმა მიღებული ინფორმაციის დაკონსპექტებით, თეზისების შედგენით, რეფერატის ან ესსეს შესრულება.
▪ შემთხვევის ანალიზი – კონკრეტული შემთხვევების განხილვა საკითხის დეტალური შესწავლის მიზნით, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებით კონკრეტული საკითხის საფუძვლიანი შესწავლა.

შეფასების ფორმატი და მეთოდოლოგია:

შუალედური,  შემაჯამებელი და აღდგენითი ტესტირების ჩატარდება წერილობითი  ფორმატით. სასწავლო
კურსის მაქსიმალური შეფასება 100 ქულის ტოლია. შეფასება ითვალისწინებს შუალედურ და შემაჯამებელ შეფასებას,
ქვიზებს და პრაქტიკულ სამუშაობს რომელთა ჯამი შეადგენს 100 ქულას

შეფასების სისტემა მოიცავს ხუთი სახის დადებით შეფასებას:
(A) ფრიადი– შეფასების 91-100 ქულა;
(B) ძალიან კარგი– მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;
(C) კარგი– მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;
(D) დამაკმაყოფილებელი– მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;
(E) საკმარისი– მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.

შეფასების სისტემა მოიცავს ორი სახის უარყოფით შეფასებას: 

 (FX) ვერ ჩააბარა– მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა – დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;

(F) ჩაიჭრა– მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები, კურსი არ ჩაითვლება ათვისებულად.

რესურსი:

სასწავლო პროგრამის კურსები:

სავალდებულო – გასავლელი კურსი:

  • მარკეტინგის საფუძვლები
  • ეკონომიკის საფუძვლები
  • ბიზნეს კომუნიკაცია 
  • მარკეტინგის მენეჯმენტი
  •  სოც. მედია მარკეტინგი
  • ბრენდინგი
  • ლოგისტიკის საფუძვლები
  • მენეჯმენტის საფუძვლები
  • ფირმის ორგანიზაცია და მართვა 
  • კონფლიქტოლოგია
  • ლიდერობა

თავისუფალი – გასავლელი კურსი:

  • ინგლისური ენა A1/ A2 
  • ინგლისური ენა A2 /B1
  • ინგლისური ენა B1
  • უცხო ენა I – გერმანული ან რუსული ენა) – A 1
  • უცხო ენა II – (გერმანული ან რუსული ენა) – A 2 
  • უცხო ენა III – (გერმანული ან რუსული ენა)- B 1.1
  • უცხო ენა IV – (გერმანული ან რუსული ენა)- B 1.2 
  • კომპ. პროგრამები და მედია ტექნოლოგიები
 არჩევითი – თავისუფალი კურსი:
  • მასკომუნიკაციის თეორია 
  • კომუნიკაციის ფსიქოლოგია 
  • PR-სტრატეგია და ტაქტიკა
  • მედიამონიტორინგი
  • აუდიოვიზუალური აღქმის საფუძვლები
  • ეფექტიანი წარდგენის ტექნიკა
  • ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები
  • კომუნიკაციის საფუძვლები
  • სოციოლოგიის საფუძვლები
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის შესავალი
  • სოციალური ფსიქოლოგიის საფუძვლები
  • ფსიქოლინგვისტიკის საფუძვლები
  • საკომუნიკაციო კამპანიები
  • კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება
  • ინტერკულტურული კომუნიკაცია
  • დარგობრივი ინგლისური
  • ბიზნეს ეთიკა
ka_GEქართული