- Your Future Begins Here -

COLLEGE TOMORROW'S SUCCESS

საფინანსო სერვისები

პროგრამის შესახებ

დაშვების წინაპირობა (მოთხოვნები)

  • სრული ზოგადი ან საშუალო განათლების დამადასტურებელი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი;
  • გამოცდის ჩაბარება შემდეგ მიმართულებებში:
    • ზოგადი უნარები;
    • უცხო ენა;
  • გასაუბრება;

სასწავლო პროგრამის მიზანი

პროგრამა  უზრუნველყოს ისეთი  პროგრამის დანერგვას, რომელიც მოამზადებს კვალიფიციური საფინანსო სერვისების პერსონალს, რომელიც შეძლებს სხვადასხვა ტიპის საფინანსო მომსახურების გაწევასა და მომხმარებლის საფინანსო სერვისებთან დაკავშირებულ ინფორმირებას. ასევე, საფინანსო სერვისების პროგრამის დანერგვა-განხორციელების ხელშეწყობას.

სწავლის შედეგები და კომპეტენციები

საფინანსო სერვისების  პროგრამის დასრულების შედეგები აისახება ქვემოთ ჩამოთვლილი კომპეტენციების განვითარებაში

ცოდნა და გაცნობიერება:  
კურსდამთავრებულმა იცის:
⮚ საფინანსო სერვისების მომსახურეობის პრინციპები
⮚ საფინასო პროდუქტების გაცნობა მომხმარებლებზე

⮚ ეფექტური მომსახურეობა

პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
კურსდამთავრებულს შეუძლია:
⮚ ფინანსური მონაცემების ანალიზი და ინფორმაციის დამუშავება სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით. 
⮚ ფინანსურ დოკუმენტებთან მუშაობა და დამუშავებულ დოკუმენტებზე პირადი პასუხისმგებლობის აღება

დასაქმების სფერო: 
საფინანსო სერვისების პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს საბანკო და საფინანსო სპეციალისტის რანგში კერძო, სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორში, საერთაშორისო თუ ადგილობრივ კორპორაციებში და კვლევით-საკონსულტაციო კომპანიებში შესაბამისი სტრუქტურული ერთეულით განსაზღვრულ სპეციალისტის პოზიციაზე.

სწავლის შედეგების მიღწევის ფორმები:

პროგრამით გათვალისწინებული თითოეული სასწავლო კურსის შედეგების მისაღწევად გამოიყენება ინტერაქტიული ლექცია, ჯგუფური მუშაობა, პრაქტიკის ინტეგრირება თეორიულ კურსთან და ცალკე სასწავლო კურსადაც გავლა, სემინარი, ელექტრონული რესურსით სწავლება, დამოუკიდებელი მუშაობა.

სწავლება-სწავლის მეთოდები

სწავლება-სწავლის მეთოდები
▪ აკეთე და ისწავლე –  პრაქტიკულ ჩვევებს უყალიბებს და საშუალებას აძლევს განავითაროს ანალიზის უნარი, გუნდური მუშაობა;
▪ ახსნა-განმარტებითი მეთოდი – მსჯელობა მოცემული საკითხის გარშემო კონკრეტული მაგალითის ღრმა და საფუძვლიანი შესწავლით დაკვირევებისა და ანალიზის უნარების გაუმჯობესება
▪ დისკუსია / დებატებში მონაწილეობა – კამათისა და საკუთარი აზრის დასაბუთების უნარზე ორიენტირებული მეთოდი, რომლითაც ასევე ვლინდება ემოციების მართვის უნარი .
▪ გამოცდილებითი სწავლება – აუდიტორიის მიღმა სხვა და სხვა აქტივობებში ჩართვით პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა, დაკვირვებისა და უშუალო გაკეთების პროცესების მეშვეობით.
▪ გონებრივი იერიში – კონკრეტული საკითხის გარშემო კრიტიკული, ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებების მოსმენა, იდეების გაცხრილვა, კვლევის მიზანთან იდეის შესაბამისობის დადგენა და შერჩეული შეხედულებების შეფასება წინასწარ ჩამოყალიბებული კრიტერიუმებით.
▪ დემონსტრირების მეთოდი – ინფორმაციის ვიზუალურად წარდგენა, რომლის დროსაც ადვილად ხდება სასწავლი მასალის აღქმა, საკითხის/პრობლემის არსის წარმოჩენა და მის გარშემო მსჯელობა აუდიო და ვიზუალური საშუალებების გამოყენებით.
▪ ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება – მასალის პრაქტიკული ინტერპრეტაცია, რაც ხელს უწყობს შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში რეალიზების უნარის განვითარებას.
▪ წყვილში მუშაობა ქოუჩინგის პრინციპით – მოიცავს კონკრეტული საკითხის გარშემო სწორი კითხვების დასმით გადაწყევეტილების მიღებას. პრაქტიკულად გაივარჯიშებენ კითხვების დასმას, მოსმენის უნარს, პასუხისმგებლობას გადაწყვეტილებაზე .
▪ წიგნზე დამოუკიდებლად მუშაობის მეთოდი – დამატებითი მასალის მოძიება და სიღრმისეული დამუშავება, საინტერესო
ინფორმაციაზე ჩანაწერების გაკეთება .
▪ წერითი მუშაობის მეთოდი – რამდენიმე აქტივობის შერწყმა მიღებული ინფორმაციის დაკონსპექტებით, თეზისების შედგენით, რეფერატის ან ესსეს შესრულება.
▪ შემთხვევის ანალიზი – კონკრეტული შემთხვევების განხილვა საკითხის დეტალური შესწავლის მიზნით, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებით კონკრეტული საკითხის საფუძვლიანი შესწავლა.

შეფასების ფორმატი და მეთოდოლოგია:

შუალედური,  შემაჯამებელი და აღდგენითი ტესტირების ჩატარდება წერილობითი  ფორმატით. სასწავლო
კურსის მაქსიმალური შეფასება 100 ქულის ტოლია. შეფასება ითვალისწინებს შუალედურ და შემაჯამებელ შეფასებას,
ქვიზებს და პრაქტიკულ სამუშაობს რომელთა ჯამი შეადგენს 100 ქულას

შეფასების სისტემა მოიცავს ხუთი სახის დადებით შეფასებას:
(A) ფრიადი– შეფასების 91-100 ქულა;
(B) ძალიან კარგი– მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;
(C) კარგი– მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;
(D) დამაკმაყოფილებელი– მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;
(E) საკმარისი– მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.

შეფასების სისტემა მოიცავს ორი სახის უარყოფით შეფასებას: 

 (FX) ვერ ჩააბარა– მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა – დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;

(F) ჩაიჭრა– მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები, კურსი არ ჩაითვლება ათვისებულად.

რესურსი:

ინტერნეტ და საზოგადოებრივი ელექტრონული რესურსი:
Cambridge Journals Online 
e-Duke Journals Scholarly Collection
THE ECONOMIST
IMechE Journals 
Forbles
National Bank Of Georgia
www.nplg.gov.ge
dspace.nplg.gov.ge
library.court.ge
lawlibrary.info

სასწავლო პროგრამის კურსები:

სავალდებულო – გასავლელი კურსი:

  • ფინანსების საფუძვლები
  • ეკონომიკის საფუძვლები
  • ბიზნეს კომუნიკაცია 
  • მარკეტინგის მენეჯმენტი
  • მენეჯმენტის საფუძვლები
  • ეროვნული და უცხოური ვალუტის დამცავი ნიშნები
  • ფირმის ორგანიზაცია და მართვა 
  • საერთაშორისო ბიზნესი
  • რისკების მართვა
  • საერთშირისო სავაჭრო ურთიერთობები

თავისუფალი – გასავლელი კურსი:

  • ინგლისური ენა A1/ A2 
  • ინგლისური ენა A2 /B1
  • ინგლისური ენა B1
  • უცხო ენა I – გერმანული ან რუსული ენა) – A 1
  • უცხო ენა II – (გერმანული ან რუსული ენა) – A 2 
  • უცხო ენა III – (გერმანული ან რუსული ენა)- B 1.1
  • უცხო ენა IV – (გერმანული ან რუსული ენა)- B 1.2 
  • კომპ. პროგრამები და მედია ტექნოლოგიები
 არჩევითი – თავისუფალი კურსი:
  • კომუნიკაციის ფსიქოლოგია 
  • ფულადი გზავნილების სისტემა
  • ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები
  • შესავალი მენეჯმენტში
  • შესავალი მარკეტინგში
  • საკომუნიკაციო კამპანიები
  • კრიტიკული  აზროვნება
  • დარგობრივი ინგლისური
  • ბიზნეს ეთიკა
  • საკრედიტო პროდუქტები
ka_GEქართული