- Your Future Begins Here -

|TSC|

იმიტირებული გამოცდები

1 ივლისიდან 11 ივლისის ჩათვლით აბიტურიენტებისთვის დისტანციურად ჩატარდება იმიტირებული გამოცდები შემდეგ საგნებში:

  • ინგლისური ენა
  • რუსული ენა
  • მათემატიკა
  • ისტორია
  • გეოგრაფია
  • ზოგადი უნარები

იმიტირებული გამოცდები ტარდება თიესის ონლაინ პლათფორმაზე. მისი მიზანია, ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე აბიტურიენტებს კიდევ ერთხელ მიეცეთ შესაძლებლობა, გამოცადონ საკუთარი თავი; მიზნობრივად იმუშაონ იმ კომპეტენციების გაძლიერებაზე, რომელთა საჭიროებაც გამოჩნდება იმიტირებული გამოცდების დაწერის შედეგად.   

იმიტირებულ გამოცდებზე რეგისტრაციასა და საგამოცდო დავალების წერას აბიტურიენტები შეძლებენ 1 ივლისიდან 11 ივლისის ჩათვლით თიესსის პლატფორმაზე.

იმიტირებული გამოცდების ოთახში გამოცდების დაჯავშნასა და დავალებების დაწერას შეძლებენ უფასოდ.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმიტირებული გამოცდების შესახებ

ინგლისური ენა:

  • ჯამური ქულა – 58 ქულა (ნაცვლად 80 ქულისა)
  • წერის დრო – 110 წთ. (ნაცვლად 150 წუთისა)
  • წერის შესაძლებლობა – 30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით
  • სწორი პასუხების გამოქვეყნების თარიღი – 5 ივლისი

მათემატიკა:

  • ჯამური ქულა – 43 ქულა (ნაცვლად 51 ქულისა)
  • წერის დრო – 150 წთ. (ნაცვლად 180 წუთისა)
  • წერის შესაძლებლობა – 30 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით
  • სწორი პასუხების გამოქვეყნების თარიღი – 8 ივლისი

ისტორია:

  • ჯამური ქულა – 45 ქულა (ნაცვლად 60 ქულისა)
  • წერის დრო – 90 წთ. (ნაცვლად 160 წუთისა)
  • წერის შესაძლებლობა – 30 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით
  • სწორი პასუხების გამოქვეყნების თარიღი – 11 ივლისი

ტესტის ჩართვისთანავე სისტემაში ჩაირთვება წამზომი, რომელიც აითვლის ტესტის წერის დროს. საგამოცდო დროის გასვლის შემდგომ ტესტი ავტომატურად გაითიშება და შეინახება აბიტურიენტის მიერ დაფიქსირებული პასუხები.

ჯამური ქულის გაგებას მონაწილეები შეძლებენ მოდელირების დასრულებისთანავე, ხოლო კონკრეტული კითხვების მიხედვით სწორი პასუხების გაგებას – ყველა ერთდროულად კონკრეტული საგნის მიხედვით განსხვავებულ, ზემოთ მითითებულ თარიღებში.

გამოცდის დასაჯავშნად/დასაწერად აუცილებელია მსურველი დარეგისტრირებული იყოს TSC ONLINE-ში,  შევიდეს თიესსის  გამოცდების ოთახში და სრულყოფილად შეავსოს გამოცდის დაჯავშნის ღილაკზე დაჭერისას გამოჩენილი კითხვარი.

გისურვებთ წარმატებას!

2021 წელი

ka_GEქართული