ჩვენს შესახებ

ჩვენს შესახებ

მიზანი

ჩვენი მიზანია მომსახურებით დაინტერესებულ პირებს მიაწოდოს განათლების მაღალი ხარისხის მომსახურება ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით და ამით შექმნას პირობები მათი საგანმანათლებლო მიზნების განხორციელებისა და წარმატებული თვითრეალიზაციისთვის მთელი სიცოცხლის მანძილზე.                                                                                 

კოლეჯის მიზანია 2024 წლისათვის გახდეს ერთ-ერთი ცნობილი სასწავლებელი სწავლებისა და მომსახურების მაღალი ხარისხით, პროფესიონალი/მოტივირებული განათლების მასწავლებლებით, მოტივირებული სტუდენტებით, წარმატებული კურსამთავრებულებით, მოქნილი ადმინისტრირებით, დაფინანსების დივერსიფიცირებული წყაროებითა და მრავალფეროვანი პარტნიორებით.

ჩვენს შესახებ

მისია

კოლეჯ ხვალინდელი წარმატების  მისიაა თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის საგანმანათლებლო და სასწავლო საჭიროებების დაკმაყოფილებაში მრავალფეროვანი და ხარისხიანი პროგრამების შეთავაზებით. შექმნას ისეთი პირობები, რათა მსმენელებმა შეიძინონ ცოდნა პროფესიისა და კარიერის შესახებ, კრიტიკული აზროვნების, ეფექტური კომუნიკაციის განვითარების გზით.

კოლეჯის მისიაა ასევე ინოვაციური მეთოდების დანერგვა სწავლებაში, გამოყენებადი ცოდნა-უნარების მიწოდება პროფესიული განათლების მსურველთათვის და შრომის ბაზარზე მოთხოვნადი, კვალიფიციური  კადრების მომზადება, როგორც გრძელვადიანი ისე  მოკლევადიანი  საგანმანათლებლო პროგრამებით.

ხელი შეუწყოს საზოგადოებაში ცოდნის  გაძლიერებას, გენერირებას და გაზიარებას .

სწავლა | აქ | არის
ჩვენსთვის მნიშვნელოვანია პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება
სწავლა | აქ | არის
ჩვენ ყოველთვის ზრუნავთ თანამედროვე მიდგომების დანერგვასას სასწავლო პროცესში
ჩვენს შესახებ

ხედვა

კოლეჯის ხედვაა შექმნას ისეთი საგანმანათლებლო  გარემო, რომელიც პასუხობს ჩვენი სტუდენტების საჭიროებებს და აძლევს მათ შესაძლებლობებს გაუმკლავდნენ   სხვადასხვა სახის გამოწვევებს.სტუდენტებსა და კურსის მსმენელებს შესთავაზოს  ხარისხიანი განათლება, ხელი შეუწყობს მის კარიერულ წინსვლას და უზრუნველყოს შრომის ბაზარი კონკურენტიანი, მაღალკვალიფიციური კადრებით.

ღირებულებები

გუნდური მუშაობა
კოლეჯისთვის მნიშვნელოვანია გუნდური მუშაობა როგორც ერთ-ერთი ძირითადი ღირებულება.
სამართლიანობა
ადმინისტრაციული პერსონალისთვის და მოწვეული მასწავლებლებითვის და უზრუნველყოფს სწავლის, სწავლების და მუშაობისთვის უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს
კეთილსინდისიერება
ჩვენი უმთავრესი კრიტერიუმია კეთილსინდისიერება სწავლება/სწავლის პროცესში
ka_GEქართული